ხერსონის ქალაქის მერი, იგორ კოლიხაევი ამბობს, რომ ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.
"დილა მშვიდობის. ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს! ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. ტროლეიბუსის პირველი ხაზები გავიდა. ვასწრებთ ქალაქის ცოტ-ცოტა დალაგებას. პროდუქტებთან და პურთან დაკავშირებით საკითხებს ვაგვარებთ, დააკვირდით ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციას. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმშია. "წყალი გრაფიკით" - ტყუილია. ვცდილობთ, ყველა ავარია ოპერატიულად გამოვასწოროთ. ხერსონის თავშესაფარში გუშინ ორი ჯანმრთელი ბიჭი გაჩნდა. ჩვენი მედიკოსები მზად იყვნენ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დედებისთვისა და ახალი ხერსონელებისთვის", - წერს ქალაქის მერი.
25 თებერვალს ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხერსონის თავდაცვა გაარღვიეს და უკრაინამ კონტროლი დაკარგა.